Jump to content
Planeta.Ge

ძველი კინოსტუდიის შენობაში ფასიანი პარკინგია გახსნილი - რას ამბობს ალასანია


თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ძველი კინოსტუდიის შენობაში ფასიანი პარკინგია გახსნილი.

ამის ამსახველი ფოტოსურათი თავდაპირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა. პარკინგის სივრცის ფოტოები გადაიღო „პუბლიკამაც“. ტერიტორიაზე არავინ დაგვხვდა, თუმცა პარკინგის ნიშნულის გარდა შენობაში შესამჩნევი იყო თოკზე გადაფენილი ტანსაცმელი და სწრაფი კვების ცარიელი ჯიხური.

  • პარკინგი კინოსტუდიაში
 
 
 
  • 01 / 06
  • publika.ge--1-64-140x140.jpg
  • publika.ge--1-65-140x140.jpg
  • publika.ge-20230626-193759-140x140.jpg
  •  
  •  
  •  

რეესტრის მონაცემებით, ძველი კინოსტუდიის შენობა „სოდი ინვესტმენტს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაა. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე გამარტივებული ტიპის სააქციო საზოგადოება GUIBOR-ია/საფრანგეთი/;

შენობის რეაბილიტაციის სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია „სოდი ინვესტმენტის“ ვებგვერდზეა განთავსებული. კომპანია წერს, რომ მათი მიზანია, „ძველი კინოსტუდიის უნიკალური შენობის თბილისისთვის ახალი დატვირთვით დაბრუნება“. რეაბილიტაციის დაწყების თარიღად 2021 წლის 15 სექტემბერია მითითებული.

„ისტორიული ან ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ადგილებისთვის ახალი ფუნქციის, ახალი სიცოცხლის და რაც მთავარია ახალი ისტორიის შექმნის შესაძლებლობის მიცემა, „სოდი ინვესტმენტის” საქმიანობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულებმა გადავწყვიტეთ, არქიტექტორ მ. ბუზოღლის მიერ, 1930 წელს აგებული ძველი კინოსტუდიის უნიკალური შენობა, თბილისისთვის ახალი დატვირთვით დაგვებრუნებინა.

კინოსტუდიის შენობა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ავანგარდული არქიტექტურის განსხვავებული სახე შექმნა, თუმცა დანიშნულებიდან გამომდინარე, უფრო პროფესიული მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბდა ვიდრე აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობად თბილისში.

სწორედ ზემოთხსენებული გახდა ჩვენი იდეის ამოსავალი წერტილი: ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეულად მასშტაბური, სოლიდური და უამრავი ცვლილების მნახველი, მაგრამ თავად უცვლელი შენობა, უცვლელად შეგვენარჩუნებინა და თბილისელებისთვის თუ თბილისის დასათვალიერებლად ჩამოსული სტუმრებისთვის, გამორჩეულ და მრავალფუქციურ ადგილად გადაგვექცია“, – აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.

„პუბლიკა“ „სოდი ინვესტმენტის“ დირექტორს, ირაკლი ალასანიასაც დაუკავშირდა.

„პუბლიკა“: „აღმაშენებლის გამზირზე ძველი კინოსტუდია „სოდი ინვესტმენტის“ საკუთრებაა…. პარკინგი რატომ გაიხსნა, როცა რეაბილიტაციის დიდი გეგმა გაქვთ, როგორც ვებგვერდზეა მითითებული?“

ირაკლი ალასანია: „გვაქვს ეს გეგმა და ეს გეგმა გამოცხადდება ხვალ-ზეგ, მადლობა.“

„კინოსტუდიის ისტორიულ ცვლილებაზე“ ინფორმაცია გაავრცელა 2022 წლის 22 სექტემბერს კულტურის სამინისტრომაც.

ინფორმაციის მიხედვით, სამინისტროს ინიციატივით დაწყებულია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კინოსტუდიის ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„დიახ, იყო ხმაური და კრიტიკა, მაგრამ ამ კრიტიკის ფონზე, კინოსტუდიის ტერიტორიიდან 70-მდე კომპანია გავიყვანეთ და დავიწყეთ 4 ჰექტრამდე ტერიტორიის რეაბილიტაცია. აღნიშნული კინოსტუდიის გადარჩენა ძალიან დიდი განაცხადია ქართული კინოს ისტორიაში, რადგან მისი უნიკალური ისტორია 1920-იან წლებიდან იღებს სათავეს. სამინისტროს მიზანია ორი პავილიონის გადარჩენა, რომელიც ჩამოქცევის პირასაა”,  – მოყვანილია განცხადებაში მინისტრ თეა წულუკიანის ციტატა საპარლამენტო მოსმენიდან.

ამავე ინფორმაციით, „კინოსტუდიის ერთ-ერთი შენობა მალე გაიხსნება და მასში განთავსდება ცნობილი ფოტოგრაფის იური მეჩითოვის სტუდია. ასევე, სტუდიის ტერიტორიაზე გამოიყოფა სივრცე სამხატვრო აკადემიის პროექტისთვის „ლურჯი სუფრა”, რომლისთვისაც მოეწყობა გამოფენა-გაყიდვის სივრცე.

მინისტრის განცხადებით, ამ შენობაში, რომლის რეაბილიტაციაც ეტაპობრივად დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე, შეიქმნება და აღიჭურვება მულტიფუნქციური სტუდია. ასევე, მოეწყობა კლუბური სტილის კინოდარბაზი კინოჩვენებებისა და დისკუსიებისთვის“.


კინოგადაღების პავილიონი 1930 წელს ააშენა არქიტექტორმა მიხეილ ბუზოღლიმ. ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.



publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...