შალვა კერესელიძე - მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს... მევენახეების ხარჯზე სუბსიდიის მიმღები კომპანიები მდიდრდებიან (ვიდეო)
მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს და უფრო მეტიც, ჩაუბარებელ ჭარბ მოსავალს მთლიანად ყიდულობს სასპირტე მასალის წარმოებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
შალვა კერესელიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ძალაუფლების შენარჩუნების ნაცვლად, უმჯობესია საქართველოს მოსახლეობისა და ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე იფიქრონ.
”სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ, უმჯობესია იფიქროთ საქართველოს მოსახლეობისა და ფერმერების წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე, ვიდრე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ერთმანეთის ლანძღვასა და ნაც-ქოცურ ღია, თუ ფარულ კოალიციურ თანამშრომლობაზე. მთავრობა ყოველწლიურად რთველის სუბსიდირებაზე არასწორად ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს და უფრო მეტიც, ჩაუბარებელ ჭარბ მოსავალს მთლიანად ყიდულობს სასპირტე მასალის წარმოებისთვის. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ მევენახეების ხარჯზე მდიდრდებიან სუბსიდიის მიმღები კომპანიები, რომლებიც სუბსიდიებთან ერთად იღებენ გრანტებს სახელმწიფო პროგრამებიდან და სარგებლობენ უპროცენტო აგროსესხებით.”, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.