Jump to content
Planeta.Ge

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, შსს-მ გამოძიება დაიწყო


მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტში კაცი 11 წლის ბიჭს აქეზებდა, რომ 9 წლის ბავშვი ეცემა და მოეკლა, გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

თვითმხილველთა ინფორმაციით კი, დაშავებულ მოზარდს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, ბავშვების ჩხუბის ამსახველ ვიდეოს აღნიშნული მამაკაცი მობილური ტელეფონით იღებდა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...