Jump to content
Planeta.Ge

პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკთან დაეშვა – მედია


თვითმფრინავი Embraer Legacy 600 (ბორტის ნომერი – RA-02795), რომელიც, დიდი ალბათობით, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის, მინსკთან, სამხედრო აეროდრომ მაჩულიშისთან, დილით, ადგილობრივი დროით 07:40-ზე დაეშვა, იტყობინება სამონიტორინგო ჯგუფი „ბელარუსკი გაიუნ“.

ამავე წყაროს ცნობით, 07:58-ზე აეროდრომზე დაეშვა კიდევ ერთი ბიზნეს-ჯეტი სანქტ-პეტერბურგიდან.

აქამდე, „ვაჟნიე ისტორიი“ და OCCRP წერდნენ, რომ სავარაუდოდ პრიგოჟინის ბიზნეს-ჯეტი „ამბოხის“ მეორე დღეს როსტოვიდან სანქტ-პეტერბურგში გაფრინდა, იქამდე კი ფიქსირდებოდა იმ ქალაქებში, სადაც პრიგოჟინი მაისსა და ივნისში იმყოფებოდა.

სავარაუდოდ, პრიგოჟინის თვითმფრინავი 2019 წელს აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა.


პრიგოჟინის ერთდღიანი „ამბოხის“ სამშვიდობო შეთანხმებით, „ვაგნერი“ შეჩერდა, მისმა მებრძოლებმა უსაფრთხოების შესახებ „გარანტია“ მიიღეს, თავად პრიგოჟინს კი ბელარუსში წასვლის პირობა მისცეს.  რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, “ვაგნერელებს” სამი არჩევანი აქვთ: მათ შეუძლიათ კონტრაქტი გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან, უარი თქვან ბრძოლაზე და დაბრუდნენ სახლებში ან წავიდნენ ბელარუსში.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...