Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვიზიარებ... "ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის ცესკოს სრულად იქვემდებარებს


„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და ამისთვის სრულად იქვემდებარებს ცესკოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ვეტოს იზიარებს, თუმცა, არ აქვს მოლოდინი რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს.

„პრეზიდენტის ვეტოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვიზიარებ და მივესალმები. ეს არის კანონპროექტი, რომელიც ერთადერთ მიზანს ისახავს, ეს არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება და სრულად იქვემდებარებს ყველა სახელმწიფო უწყებას პარტიულ ვერტიკალში, მათ შორის, ცესკოს“,- განაცხადა ბუჩუკურმა.

ის ასევე გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ოლივერ ვარჰეის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც გადასადგმელ ნაბიჯებს შორის დაასახელა საარჩევნო კოდექსში იმ ჩასწორების შეცვლა, რომლის შედეგადაც, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალა.

ბუჩუკური მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები კიდევ ერთი დამაზიანებელი ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.

„ეს ცვლილებები არ აზიანებს მხოლოდ შიდა კონტექსტში არსებულ ვითარებას და მხოლოდ ერთ კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტს. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ მძიმე შეფასებები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით და იმ პირობებში, როცა დაკვირვების ქვეშ ვართ და გამადიდებელი შუშით აკვირდებიან რამდენად სრულდება რეკომენდაციები, ეს ცვლილებები კიდევ ერთი დამაზიანებელი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...