Jump to content
Planeta.Ge

ზაზა თავაძე - გახარიას პოლიტიკური გუნდი, ერთადერთია პოლიტიკურ ველზე, რომელსაც შესწევს უნარი, ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვას ,,ოცნებას” და მასზე შეზრდილ ,,ნაცმოძრაობას"


დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი, ერთადერთია პოლიტიკურ ველზე, რომელსაც შესწევს როგორც მორალური, ასევე კომპეტენციით და ინსტიტუციური მეხსიერებით დაგროვილი უნარები, ქვეყნის მართვის სადავეები ჩამოართვას ,,ოცნებას” და მასზე ფითრივით შეზრდილ ,,ნაცმოძრაობას”, რითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ცალსახად გადაჭრის ქვეყნის წინაშე არსებულ უდიდეს გამოწვევას: “ქოცები” გაშვებული იქნებიან ხელისუფლებიდან “ნაცების” ხელისუფლებაში დაბრუნების გარეშე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა თავაძე წერს.

მისივე განცხადებით, 
,,ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" რეალურად კოალიციაში არიან, ერთმანეთს კვებავენ,  ქმედებებითაც აღარ განსხვავდებიან და ტანდემში ცდილობენ "ქვეყნის ბნელ წარსულში" დაბრუნებას. 


 
"კარგად რომ დავფიქრდეთ, საერთოდ არ არის საჭირო 10-11 წლის წინანდელ წიაღსვლებში წასვლა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ,,ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" რეალურად კოალიციაში არიან, ერთმანეთს კვებავენ და ქმედებებითაც აღარ განსხვავდებიან, ტანდემში ცდილობენ ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებას.
საკმარისია გავიხსენოთ თუ როგორ ვირტუოზულად გამოიყენეს ფაქტიურად საარჩევნო კამპანიის დასაწყებად სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება, მისი პოლიტიკაში დაბრუნებისა და პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობის შესახებ, ისევ მტრის ხატის გასაცოცხლებლად...
ცალკე აღნიშვნის ღირსია ,,ნაცმოძრაობის" 5 წევრის ხმების მიხმარება ოლიგარქის ,,ოცნებისთვის”, რათა მათთან ფარულ გარიგებაში შესვლით, აშშ-ის მიერ ,,მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის" დასანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კორუფციული სინდიკატი კიდევ დამატებით სამი არამოსამართლე წევრის არჩევით გაემდიდრებინათ, რათა კიდევ მეტად გაძლიერებულიყვნენ იუსტიციის საბჭოში, რითაც სამართლიანობას და სამართალს კიდევ ერთხელ გამოუსვეს ყელში დანა...
აქვე გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის ,,ნაც-ქოცების" საერთო ინტერესების გამო არშექმნის ფაქტზე. იმის შიშით, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნით საზოგადოება გაიგებდა, ოცნების ოლიგარქი როგორ მფარველობს ,,ნაცმოძრაობის" მთავარ სპონსორს, მის ტყვეობაში მყოფი მართლმსაჯულების სისტემა როგორ ვერ ინძრევა ამ უმძიმეს დანაშაულზე, ორგანიზებული დანაშაულით და პოლიტიკური კორუფციით ნაშოვნი მილიონებით და ამ შავი ფულით როგორ უნდათ კვლავ იყიდონ არჩევნები, რათა ამ უკანონო და ბინძური მეთოდებით კვლავ შეინარჩუნოს ძალაუფლება ,,ნაც-ქოცურმა" დანაშაულებრივმა სინდიკატმა .
ორივე ბინძურმა პოლიტიკურმა მოთამაშემ იცის გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის შესაძლებობლები, ამ
ფონზე ბუნებრივია ,,ნაც-ქოცური" შიშები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ისენი ორივე ერთად ვერ აიღებენ 50%-ზე მეტს და ერთად აღმოჩდებიან ოპოზიციაში.", - წერს ზაზა თავაძე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...