უკრაინა იუწყება როვნოპოლზე კონტროლის დამყარებას
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუწყება უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ როვნოპოლის გათავისუფლებას. "მივდივართ წინ" - წერს ჰანა მალიარი ტელეგრამით.
როვნოპოლი მცირე ზომის დასახლებული პუნქტია, ომამდე მისი მოსახლეობა 100 ადამიანამდე იყო. ის მდებარეობს ე.წ. ვრემიევსკის შემაღლებიდან ჩრდილოეთით, და უკრაინის კონტრშეტევის დაწყებიდან, ივნისის პირველ რიცხვებში ფაქტობრივად ნახევრად იყო ალყაში. ცნობა თუ დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ძალებმა ფაქტობრივად "ჩაჭრეს" შემაღლება საზღვარზე დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებს შორის.
როვნოპოლის დაკარგვას რუსეთის წყაროები ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
მანამდე უკრაინის მეომრებმა ამ რაიონში დაიკავეს კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი, რომლებსაც შარშანდელი გაზაფხულიდან რუსეთი აკონტროლებდა - თუმცა ღრმა გარღვევა არ მომხდარა.
არის ცნობები შეტაკებებზე ხერსონის ოლქში და მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე.
რადიო თავისუფლება
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.