უკრაინის პრეზიდენტმა სიკვდილის შემდგომ ქართველი მოხალისე მიხეილ კაპლანი (ყაფლანიშვილი) დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის, სიკვდილის შემდგომ მესამე ხარისხის „მამაცობის ორდენით“ დააჯილდოვა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი).
ჯილდოსა და უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერილი სიგელის სურათებს თავიანთ ფეისბუკის გვერდებზე აქვეყნებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეები. ისინი წერენ, რომ ორდენს მიშა კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს.
მიხეილ ყაფლანიშვილის (კაპლანი) დაღუპვის ამბავი 2022 წლის 21 ოქტომბერს სოციალური ქსელების საშუალებით გაავრცელეს მისმა მეგობრებმა. რუსეთის არმიასთან ბრძოლას ყაფლანიშვილი ლუგანსკის ოლქში შეეწირა.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი 2022 წლის 29 ოქტომბერს თბილისში, ვარკეთილის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.