პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს საფრთხეები და ინფორმაცია ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ხელმძღვანელობას მიაწოდოს - მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდოს, - ასე პასუხობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უსაფრთხოების საბჭოს შეკრების ინიციატივაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.
კონსტიტუციასთან და პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერის განცხადებას გიორგი მსხილაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
"ვფიქრობ, მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება. ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი სარდალი.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდოს", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.