მედია - „ვაგნერმა“, ამბოხების დროს, რუსული IL-22M თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომლის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა
"ვაგნერის" ბოევიკებმა, ამბოხების დროს, რუსული IL-22M ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია Oryxspioenkop-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავდროულად, რუსულ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეო, სავარაუდოდ, ამ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან, რომლის ავთენტურობის გადამოწმება ჯერჯერობით არ არის შესაძლებელი. კადრები მოწმობს, რომ IL-22M-სგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა.
ამასთან, რუსი ჟურნალისტი, ირინა კუკსენკოვა „ტელეგრამში“ წერს, რომ რომ აღნიშნული IL-22M ტიპის თვითმფრინავის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.