ოლექსი რეზნიკოვი - მიმდინარე კონტრშეტევა მოსამზადებელი ოპერაციაა, ის წარმატებული იქნება, როგორც კი სრულად ამოქმედდება
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ამჟამინდელი კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება.
"ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ოპერაცია. თუმცა მან დასძინა, რომ როგორც კი ის სრულად ამოქმედდება, წარმატებული იქნება და გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯით მიგვაახლოებს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, უკრაინა ძალიან ფრთხილია, როცა საქმე მის მამაც და მოტივირებულ მებრძოლებს ეხება და ცდილობს, მათი სიცოცხლის გადარჩენას მაშინ, როცა რუსეთი თავის ჯარისკაცებს „ხორცსაკეპ მანქანად“ იყენებს.
„ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის. წლევანდელი წელი გარდამტეხი იქნება ომში”, - განაცხადა რეზნიკოვმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.