უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების 6 დრონი და 10 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოკაციის ადგილებს 8 დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა, ერთ დღეში, მტრის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 6 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.
გარდა ამისა, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინელი არტილერისტების წარმატებებზე.
„სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მართვის 2 პუნქტს, პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავშეყრის 3 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 4 საწყობს, 10 საარტილერიო ქვედანაყოფს და მტრის კიდევ 3 მნიშვნელოვან სამიზნეს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
ამასთან, გენერალური შტაბის ანგარიშში საუბარია უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე.
„ოკუპანტებმა, გასული დღის განმავლობაში, ზაპოროჟიეს ოლქში სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ S-300 ტიპის 6 მართვადი რაკეტა გამოიყენეს. გარდა ამისა, მტერმა განახორციელა 33 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 45-ზე მეტჯერ გახსნა“, - აცხადებენ გენშტაბში.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.