Jump to content
Planeta.Ge

გიტანას ნაუსედა - თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, ნატო-მ აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს


ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, თუ ბელარუსი „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მიიღებს.

„თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი ზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხება სცადა. 24 ივნისს დილით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კონტროლი აიღეს დონის როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტებზე და მოსკოვისკენ დაიძრნენ. შაბათს საღამოს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ საველე ბანაკებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთში პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურება და ის "ბელარუსში გაემგზავრება". ამჟამად პრიგოჟინის ადგილსამყოფელის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...