ნათია მეზვრიშვილი - "ოცნება" რუსეთს გულშემატკივრობს და ღმერთმა ნუ ქნას მიზანში ამოგვიღონ, 1 საათიც არ დასჭირდება ხელისუფლებას ისე მოკურცხლავს - სხვათა შორის გაქცევაში კობახიძე ჩემპიონია
ეს კაცი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები კონსტიტუციის მის მიერ დაწერილი კომენტარებითაც კი არ არის მისი საქმე, პრეზიდენტს უწუნებს მანდატის ცოდნას (რომელიც სხვათაშორის გუშინ სწორედ რომ მის მანდატში მოქმედებდა), მაგრამ არ მიკვირს, ასეთია მისი ბუნება - რასაც ჩასძახებ, იმას ამოსძახებს, ავტომატურ რეჟიმზეა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრისვილი წერს.
მეზვრიშვილის განცხადებით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" რუსეთს გულშემატკივრობს.
მეზვრიშვილის განცხადებით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ "ქართული ოცნება" რუსეთს გულშემატკივრობს.
"ერთ რამეში ვეთანხმები - დიახ, საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. ხოდა სად იყვნენ დამალულები პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი, სად იყვნენ სუს-ის უფროსი და შს მინისტრი. სახელმწიფო მოწყობის რომელ საფუძვლებში წერია, რომ უსაფრთხოების საკითხებზე თბილისის მერმა უნდა ილაპარაკოს (თანაც სისულელეები). ასე მოარღვიეს სახელმწიფო - გამოძიების დაწყებაზე საგამოძიებო ორგანოების ნაცვლად პარტიის თავმჯდომარე ლაპარაკობს, კადიროველების თარეშზე უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად უზრდელური ლექსიკით გამორჩეული პარტიის წევრები, ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე თბილისის მერი და ა.შ. რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა კი არა, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვისკენ მოვუწოდეთ და კონკრეტული ნაბიჯები შევთავაზეთ და პრაქტიკულად გაუჩინარდნენ. ამ დროს მაგალითად ბალტიის ქვეყნები (ანუ ვისაც სახელმწიფო აქვს) საზღვარზე კონტროლს ამკაცრებდნენ და საზღვრებს კეტავდნენ.
ძალიან მარტივია, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოცნება რუსეთს გულშემატკივრობს და ღმერთმა ნუ ქნას მიზანში ამოგვიღონ, 1 საათიც არ დასჭირდება ხელისუფლებას ისე მოკურცხლავს - სხვათაშორის გაქცევაში კობახიძე ჩემპიონია. ეს სიმხდალე, არაკომპეტენტურობა და ოკუპანტის გულშემატკივრობა რომ გადაფარონ, ავრცელებენ ტყუილებს - პარტიის თავმჯდომარე მთავარ პროპაგანდისტად აქციეს.
დაასახელოს აბა კობახიძემ სად ნახა ამ პარტიის საქართველოსთვის / For Georgia რომელიმე წევრის კომენტარი აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. გარანტიას გაძლევთ, პირდაპირ ეთერში, დებატებში ამდენ ტყუილს უბრალოდ ვერ გაბედავს, იცის რომ 100-ით 0-ს წააგებს (გასაქცევი გახდება), ამიტომ ჩამოდგება ხოლმე მარტო, დაცვით გარშემორტყმული. ასეთია მისი მშიშარა ბუნება.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.