Jump to content
Planeta.Ge

ანტონიო ტაიანი: პრიგოჟინის მიერ გამოწვეულმა სამხედრო არეულობამ დაამსხვრია მითი ერთიანი რუსეთის შესახებ


,,ევგენი პრიგოჟინისა და ,,ვაგნერის მცდელობამ, მოეწყოთ გადატრიალება რუსეთში, გაანადგურა მითი პუტინის ერთიანი რუსეთის შესახებ და აჩვენა რუსეთისა და მისი ხელისუფლების სისუსტე." - განაცხადა იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანმ.

ის დარწმუნებულია, რომ პუტინის ეპოქა რუსეთში ,,ვაგნერელების შეტევამ დაასრულა.

,,შიდა დაძაბულობა რუსეთის სამხედრო ძალებს შლის. ეს გარდაუვალი შედეგია, როდესაც დაქირავებულ ლეგიონს მხარს უჭერ და აფინანსებ". - განმარტავს ტაიანი.

გარდა ამისა, იტალიის მთავარი დიპლომატი მიიჩნევს, რომ უკანასკნელმა მოვლენებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა.

,,ერთი რამ ცხადია: დღეს რუსული ფრონტი გუშინდელზე სუსტია. ჩვენ ველოდებით რუსეთის შემდგომ ნაბიჯებს უკრაინაში. პუტინს უკრაინაში შეჭრა ბუმერანგივით უკან დაუბრუნდა - რუსებმა ვერ გაიმარჯვეს, ვერ მოაწყვეს ბლიცკრიგი. ახლა ისინი სამხედრო ძალების პრობლემებისა და აჯანყებების საფასურს იხდიან". - აღნიშნა ანტონიო ტაიანიმ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...