Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" - სამწუხაროდ, „იმედი“ ჩამოყალიბდა სიცრუის გამავრცელებლად, განსაკუთრებით პარტია „საქართველოსთვის“ და მისი ლიდერის - გიორგი გახარიას წინააღმდეგ


პარტია "საქართველოსთვის" ტელეკომპანია "იმედს" ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:


"ვეხმაურებით „იმედზე“ გასულ ცრუ (ფეიკ) სიუჟეტს, სადაც „იმედი“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიზანმიმართულად ატყუებს, თითქოს პარტიას „საქართველოსთვის“ საკრებულოებში აქვს კოალიციური მმართველობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
- როგორც სჩანს, „იმედი“ ამ ცრუ სიუჟეტით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ოცნების“ ალიანსის გადაფარვას ცდილობს, ალიანსის, რომლის შედეგებიც ქვეყანაზე მძიმედ აისახება და რომელიც ქვეყანას მომავალს უსპობს.
- საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ როგორ გაურიგდა „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ხელისუფლებისადმი ლოიალური საბჭოს წევრების არჩევით როგორ მოსპო სასამართლოს დამოუკიდებლობის მცირედი შანსი; როგორ ჩააგდო „ოცნებამ“ ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნა საკუთარი თავის და „ნაციონალური მოძრაობის“ დასაცავად; როგორ აბარებენ ოცნების წევრები ანგარიშებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს და ა.შ.
- სულ რაღაც 2 კვირის წინ „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველებს დასუფთავების მოსაკრებელი გაუორმაგდათ!
- ფაქტია, „ოცნებას“ ჰაერივით სჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ და პირიქით. ამის დასტურია, მათი მხრიდან ორპოლუსიანობის გასაღრმავებლად ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯები. პარტია „საქართველოსთვის“ დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შემდეგაც გარიგდებიან. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა წარსულის ამ ორმა პარტიამ 2024 წლის არჩევნებში ერთად არ მიიღოს 50%. ამ მიზნის მიღწევის გზაზე, ბუნებრივია, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოალიციას როგორც ერთთან, ისე მეორესთან, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგ და ამავეს მოვუწოდებთ სხვა პარტიებსაც.
- სამწუხაროდ, „იმედი“ ჩამოყალიბდა სიცრუის გამავრცელებლად, განსაკუთრებით პარტია „საქართველოსთვის“ და მისი ლიდერის - გიორგი გახარიას წინააღმდეგ. „ოცნების“ დაკვეთით, იმედი აქტიურად აშუქებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას, ჩვენს გარდა. „იმედზე“ თუ რამე ინფორმაცია ჟღერდება პარტია „საქართველოსთვის“ შესახებ, მხოლოდ სიცრუე. ჩვენი პარტიის წევრების კომენტარებს ისე ამონტაჟებენ, რომ მაყურებელმა ვერ გაიგოს სიმართლე. პარტიის დაფუძნების დღიდან, ჩვენი გუნდის არცერთი წევრი „იმედს“ არცერთი ფორმატის გადაცემაში არ მიუწვევია იმ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საპასუხოდ, რასაც აქტიურად ეწეოდა და დღესაც ეწევა.
- ტელეკომპანია „იმედს“ ვთავაზობთ, ამ საკითხთან დაკავშირებით მიგვიწვიოს პირდაპირ ეთერში! იმედია „ოცნება“, რომელიც 2 წელია დებატებს გაურბის, ახლა მაინც გადალახავს შიშს, და დაგვიჯდება დებატებში, რათა მაყურებელმა გაარჩიოს სიმართლე და სიცრუე. #სიმართლეესარის", - წერია განცხადებაში. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...