მიხაილო პოდოლიაკი - პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა და სახელმწიფო დაამცირა- მან აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს
პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი… თითქმის პუტინი გაანულე, ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები აიღე კონტროლის ქვეშ, მოსკოვამდე მიხვედი და უცებ… უკან იხევ. ვინაიდან ერთმა ძალიან სპეციფიკურმა შუამავალმა საეჭვო რეპუტაციით (ლუკაშენკომ) უსაფრთხოების გარანტიები მოგცა ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით შენი განადგურების ბრძანება გასცა. და იმ შიშისთვის, რომელიც პუტინის ელიტამ განიცადა ბოლო 24-საათის განმავლობაში, შენ ბრძანება აუცილებლად იქნება შესრულებული…”, - წერს პოდოლიაკი.
ამავდროულად, პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ "პრიგოჟინმა პუტინი და სახელმწიფო დაამცირა და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს".
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.