დიმიტრი პესკოვი - პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, ის ბელარუსში წავა
პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, იგი ბელარუსში წავა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
პესკოვმა არ დააკონკრეტა „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში რას გააკეთებს.
მისი თქმით, პრიგოჟინთან სიტუაციის მოგვარება შემდგომი დანაკარგებისა და დაძაბულობის დონის ზრდის გარეშე მოხერხდა.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტებს.
მან ასევე თქვა, რომ ეს წინადადება მხოლოდ მათზე ვრცელდება, ვინც დღევანდელ მოვლენებში არ მონაწილეობდა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.