Jump to content
Planeta.Ge

პრიგოჟინი ადასტურებს, რომ „ამბოხს“ აჩერებს და უკან ბრუნდება


ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ დათანხმდა თავისი ძალების შეჩერებას. რამდენიმე წუთის წინ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრესამსახურმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი „ვაგნერელების“ შეჩერებას და დეესკალაციას დათანხმდა.

პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერს“ მოსკოვამდე 200 კილომეტრი დააკლდა და ამ გზაზე „ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაღვარა“, მაგრამ ახლა „რუსული სისხლის“ დაღვრა არ სურს და „უკან აბრუნებს კოლონებს“.

23 ივნისს გამოვედით სამართლიანობის მარშზე. ერთ დღეში იმდენი გავიარეთ, რომ მოსკოვამდე 200 კილომეტრი დაგვაკლდა. ამ დროის განმავლობაში არ დავღვარეთ ჩვენი მებრძოლების ერთი წვეთი სისხლიც კი. ახლა დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის რა მთელი პასუხიმსგებლობა იმაზე, რომ დაიღვრება რუსული სისხლი, უკან ვაბრუნებთ კოლონებს და მივდივართ საველე ბანაკებში, გეგმის მიხედვით“, – განაცხადა მან.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...