Jump to content
Planeta.Ge

რუსი ოლიგარქები და პოლიტიკოსები მოსკოვიდან გარბიან


რუსი ოლიგარქები და პოლიტიკოსები მოსკოვს მასიურად ტოვებენ, ზოგიერთი მათგანის კერძო თვითმფრინავი უკვე დაეშვა რუსეთის ფარგლებს გარეთ.

ამის შესახებ რუსული გამოცემა Важные истории იუწყება.

მედიასაშუალების ცნობით, „ოლიგარქ არკადი როტენბერგის თვითმფრინავი მოსკოვიდან დილის 11:30 საათზე აფრინდა და ბაქოში 15:04 საათზე დაეშვა. მისი ფრენა გუშინ ღამით დაიგეგმა.

რუსეთის ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვის თვითმფრინავმა მოსკოვი დილის 7 საათზე დატოვა და 12:06 საათზე თურქულ დალამანში ჩაფრინდა.

ოლიგარქ ვლადიმერ პოტანინის საქმიანი თვითმფრინავი მოსკოვიდან სტამბულში გაფრენას ახლა ელოდება.“

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...