Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება ინსტრუქციებს აშკარად მოსკოვისგან ელოდება... სახელმწიფო აღარ გვაქვს და ყოველდღიურად დაუცველები, საფრთხეში ვართ


ხელისუფლება ინსტრუქციებს აშკარად მოსკოვისგან ელოდება. თუ ასე არაა,
სად არის პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო რესპუბლიკაში?
სად არის პრემიერი?
სად არის სუს-ის უფროსი?
სად არის შს მინისტრი (იმავდროულად, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი)?
სად არიან ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები?, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.


მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, როცა ქვეყანას რეალური საფრთხე ემუქრება, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაცვლად, ოცნების არაფორმალური ლიდერის ფულის დაცვითაა დაკავებული.

 
"ამის ნაცვლად, გამოდის პარტიის თავმჯდომარე (ისიც არაფორმალური), სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ლოგიკასთან აბსოლუტურად შეუთავსებელ კომენტარებს აკეთებს და ახლაც, როცა ქვეყანას რეალური საფრთხე ემუქრება, ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაცვლად, ოცნების არაფორმალური ლიდერის ფულის დაცვითაა დაკავებული.
ესაა, როცა ვამბობ, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს და ყოველდღიურად დაუცველები, საფრთხეში ვართ.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...