„თუ ახლა საქართველოში მოდიხართ...“- რუსეთის მოქალაქეები თანამემამულეებს საქართველოში მარტივად მოხვედრის შესახებ რჩევებს აძლევენ
რუსეთში შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების პარალელურად, ზემო ლარსზე დილიდან ხალხმრავლობა შეინიშნება. როგორც ტელეგრამ-არხში „ზემო ლარსი“ აქტიურად იწერება, დილიდან არ წყდება ხალხის ნაკადი, რომლებიც გაურკვევლობისგან გაქცევას ცდილობენ.
თავდაპირველად, სიტუაციის დაძაბვისთანავე ლარსთან დიდი საცობი შეიქმნა, ამჟამად ის შედარებით განეიტრალებულია და მუშაობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტელეგრამზე რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს რჩევებსაც აძლევენ: „თუ ახლა საქართველოში მოდიხართ, როსტოვის შემოვლას ვოლგოგრადიდან გირჩევთ“, - წერს მოქალაქე, რომელიც დიდი ალბათობით უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს „ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის” ბანაკები დაბომბეს. შედეგად, ის თავის მებრძოლებთან ერთად რუსეთის ქალაქებში „სიტუაციის გასარკვევად“ წავიდა. მოსკოვში უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვის ქვეშ არის აყვანილი სამთავრობო შენობები.
შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.