„ერთი ნაბიჯით მიახლოება კანდიდატის სტატუსთან“ – ფონ კრამონი გვარამიას შეწყალებაზე
ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებას.
ფონ კრამონის შეფასებით, პრეზიდენტმა მიიღო „რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“. იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ინტერესშია პოლარიზაციის შემცირება და მართლმსაჯულებაში დომინანტი უსამართლობის შეცვლა.
„ერთი ნაბიჯით მიახლოება კანდიდატის სტატუსთან. რამდენიმე დარჩა“, – ხაზს უსვამს იგი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.