Jump to content
Planeta.Ge

კახაბერ ქემოკლიძე - რეალურად ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს...


პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ, რეალურად, "ოცნებამ პრეზიდენტს მადლობა უნდა გადაუხადოს!"

მისი თქმით, გვარამიას შეწყალება პოზიტიურად “გაყიდვადია” 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში, ასევე რომ არა პრეზიდენტის ეს შეწყალება, სტრასბურგში გვარამიას გამართლება ოცნებისთვის იქნებოდა სრული პოლიტიკური ფიასკო. 

 
"-ოცნების უგუნურებით და აბსოლუტური არაკომპეტენტურობით გვარამია ისეთი იდიოტური (excuse me for my French) ბრალით დაიჭირეს, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყანა (არა გაზით და არა ნავთობით) ვერასოდეს “გააპრავებდა” ამ დაკავებას. თუ გახსოვთ იგივე გააკეთეს მელიაზე - ზარზეიმით აიღეს “ქაჯეთის ციხე”, “დაატუსაღეს” მელია და მას შემდეგ რაც სრულიად პლანეტამ გვლანძღა რადგან მსგავსი ტიპის ფაქტები მხოლოდ ბელორუსში, რუსეთში, ირანში და ჩრდილოეთ კორეაში ხდებოდა, მელიაც ნებიერად გამოუშვეს გარეთ…
-გვარამია 100% -იანი მოუგებდა დავას სახელმწიფოს სტრასბურგში და პოლიტ. სირცხვილის და ზიანის გარდა კომპენსაციის სახით სავარაუროდ100000 ევროს რადიუსში (თუ მეტი არა) გადახდა მოუწევდა სახელმწიფო ბიუჯეტს ანუ ჩვენ (და არა ივანიშვილს, ღარიბაშვილს თუ სხვა არაკომპეტენტურ სათამაშოებს)…
-რომ არა პრეზიდენტის ეს შეწყალება სტრაზბურგში გვარამიას გამართლება ოცნებისთვის იქნებოდა სრული პოლიტიკური ფიასკო. ის ვერ დაუპირისპირებდა ვერაფერს სტრასბურგის გადაწყვეტილებას. ახლა ზურაბიშვილს მაინც ლანძღავენ და მას აბრალებენ შეწყალებას…
-პრეზიდენტის ეს შეწყალება პოზიტიურად “გაყიდვადია” 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში. ამიტომ ამ კუთხითაც (ფარდის მიღმა) ოცნება პოზიტივში წაიღებს სხვისი ხელით გაკეთებულ ამ შეწყალებას…
დასკვნა:
ამ რეგიონში საქართველო საკუთარ თავს ეფექტიანად ყიდდა რეფორმებით და ნოვაციებით. სააკაშვილს ეს სწორად ესმოდა, ქვეყნის შიდა ტერორს და უბედურებას ეფექტიანად ფუთავდა (საკმაოდ კომპეტენტურად) და დასავლეთს აყიდებდა რაც გარედან “ბზინავდა” და “ბრჭყვიალებდა”. ოცნების სრული უგუნურება და არაკომპეტენტურობა იმაში მდგომარეობს, რომ გარედან ქვეყანა რითაც “ბზინავდა” და “ბრჭყვიალებდა” ტალახით მოთხვარეს, შიგნითაც არი-დარიეს ყველაფერი და დაიჯერეს, რომ დასავლეთს ამ ტალახში ამოგანგლული ფორმით, “უნავთობოდ და უგაზოდ”, ზედ დამატებული მილიონი შიდა პრობლემით და კიდევ ზედ დამატებული რუსეთთან ახლად “შეწებებულობით” შეუძლიათ საკუთარი პირობებით საგარეო დღისწესრიგის “დალაგება”. ეს რომ ასე არ და ვერ ხდება ბაკალავრიატის პირველ კურსელმაც იცის…
P.S. 2024 უნდა შეიცვალოს ყველაფერი!!!
ა) ენმ-ი უნდა დამარცხდეს და დარჩეს საკუთარი ფიქსირებული მხარდამჭერების ჩარჩოებში. მათ არ უნდა მიეცეთ მმართველობის სათავეებში დაბრუნების საშუალება და ვერც დაბრუნდებიან!
ბ) ოცნება კი, პირწმინდად უნდა დამარცხდეს, რადგან ენმ-ის გზას გაუყვა, ყველა თავისი სიბინძურითა და ამორალურობით. ეგ გზა დიდი ხანია აღარ მიდის ტაძრისკენ, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ რეალობის გააზრება და არჩევნებისთვის სწორი გადაწყვეტილების ფორმირება გონებებში! ", - წერს კახაბერ ქემოკლიძე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...