მიხეილ დაუშვილი - რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ, პასუხს აგებენ
რეკომენდაციების შესრულება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა - თუ ამ შესაძლებლობას დააკარგვინებენ ქვეყანას, ამაზე პასუხს აგებენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ ევროკომისიის ზეპირი ანგარიში, რომელსაც დღეს წარადგენენ, პოზიტიური იქნება.
„მოლოდინები სამწუხაროდ, პოზიტიური არ არის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, „ოცნებას“ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები არ შეუსრულებია. ამიტომ, სამწუხაროდ, იმის მოლოდინი, რომ დადებითი შეფასება იქნება, არ მაქვს. ამის მიუხედავად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვას. ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველა პუნქტი იქნება განმსაზღვრელი, მათ შორის, დეპოლარიზაცია. საბოლოო ჯამში, იმის შესაძლებლობა, რომ რეკომენდაციების არასრულფასოვნად შესრულების შემთხვევაშიც მივიღოთ სტატუსი, არსებობს, მაგრამ „ოცნებისგან“ მზაობა რომ რეკომენდაციები შესრულდეს არ არსებობს. უნდა გვესმოდეს, რომ 12 რეკომენდაციის არშესრულება არის ძალიან წინაღობა და რისკი იმისა, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ“, - განაცხადა დაუშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.