ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს - უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება
ევროკავშირს უკრაინის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, ეჭვი არ მეპარება, უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი გახდება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ განაცხადა.
„უკრაინელები გვეუბნებიან, რომ, როდესაც ისინი წარმოიდგენენ თავიანთ მომავალს, ხედავენ, რომ ევროპის დროშა ფრიალებს მათ ქალაქებზე. ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ჩვენი კავშირის ნაწილი იქნება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან ასევე ისაუბრა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების საჭიროებაზე, რომელიც მან ევროკავშირის წევრებს გუშინ შესთავაზა.
„2027 წლამდე უკრაინის დარჩენილი ფისკალური დეფიციტი დაახლოებით 60 მილიარდ ევროს შეადგენს. სწრაფი აღდგენისთვის დაახლოებით 50 მილიარდი ევროა საჭირო. ეს შეადგენს 110 მილიარდ ევროს 2027 წლამდე, რომელიც არ არის დაფარული. ამიტომ, გუშინ მე შევთავაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ დეფიციტის 45%-ის დაფარვა - ეს არის მთლიანობაში 50 მილიარდი ევრო უკრაინისთვის“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.