ვოლოდიმირ ზელენსკი კონტრშეტევაზე - პროგრესი სასურველზე ნელია, მაგრამ ეს ჰოლივუდური ფილმი არაა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ბრძოლის ველზე პროგრესი „სასურველზე ნელია“, თუმცა მისი თქმით, კონტრშეტევა „ჰოლივუდური ფილმი“ არაა.
"ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და შედეგებს ახლავე ელის. ეს ასე არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ წარმატება ადვილი არაა, რადგან უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი რუსული ძალების მიერაა დანაღმული.
„რაც არ უნდა სურდეს ზოგიერთს, მათ შორის ჩვენზე ზეწოლის მცდელობებით, მთელი პატივისცემით, ჩვენ ბრძოლის ველზე წინ წავიწევთ ისე, როგორც საუკეთესოდ მივიჩნევთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება აუცილებელია და რომ უკრაინა გაყინულ კონფლიქტს არ დასთანხმდება.
„რადგან ეს არის ომი, ეს არის უპერსპექტივო განვითარება უკრაინისთვის“, - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.