Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა... ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა


ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა - ორიოდ  დღის წინ გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დამოკიდებული ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.

მისივე განცხადებით, ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე ხალხის კეთილდღეობისთვისაც. 
 
"როგორც ჩანს, რუსეთის განზრახვა, რბილი ძალის განხორციელებით, ეკონომიკურად სრულად ჩაგვიბას სისრულეში მოდის და ამ მტრულ განზრახვას - მოსახლეობის კეთილდღეობის შირმის და ნარატივის გავრცელებით, ეს ხელისუფლებაც ხელს უწყობს!  ქვემოთ ფოტოზე, წარმოდგენილია თუ როგორ გაიზარდა (გაორმაგდა) ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის პირდაპირი დამოკიდებულება რუსეთზე, რაც წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტზე გავლენის დამატებით მექანიზმს რუსეთის ხელში. ამ მექანიზმის შედეგები ყველას გვახსოვს.  ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი მოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავებით გამოაგდო იქედან, რუსეთი კიარ "გაკეთილშობილდა", როგორც ამას ღარიბაშვილი და ოცნება ყიდის, არამედ მისი აგრესიის შედეგებით უდანაშაულო მოსახლეობის, ქალების და ბავშვების სისხლს დღემდე ღვრის უკრაინაში. "კეთილდღეობის" ნარატივი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს სურათზე ნაჩვენები მოცემულობა გააპრავოს - ტყუილია. "აყვავებული" ქვეყნიდან ქართველები არ უნდა გარბოდნენ და რუსეთის მოქალაქეების არ უნდა გულაობდნენ.
სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა სახელმწიფოებრიობისთვისაც და ხალხის კეთილდღეობისთვისაც.", - წერს ლილუაშვილი. 

355481351_6954794954549842_7092584510812443196_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...