პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა (ფოტოები)
პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა, - ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვკითხულობთ.
განცხადებას planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
განცხადებას planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა.
ქალთა ორგანიზაცია 2022 წლიდან პლატფორმის სტატუსით იყო წარმორდგენილი, რომელმაც ქვეყნის 7 რეგიონში ქალთა საჭიროებების კვლევა განახორციელა.
ქალთა ორგანიზაციის შექმნის მიზანია:
ქალთა შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება,
ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა,
ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შემდგომში მათი მოგვარების ადვოკატირება,
ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობა.
დღეიდან პარტია “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია ოფიციალურად შეუდგება მუშაობას. დაკომპლექტდება ორგანიზაციის მმართველი საბჭო და მოხდება თავმჯდომარის არჩევა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.