Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს რეკომენდაციების შესრულებაზე, აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, სებ-ს - ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის


გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე, აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, სებ-ს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, იღებს დეოლიგარქიზაციის პროექტს - ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და პარლამენტის  დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიუსელში და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს.

ბუჩუკურის განცხადებით, თუ ამის მიუხედავად, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება, რომელსაც ევროინტეგრაცია სურს.

„სამწუხაროდ, მძიმე ვითარებაა რეკომენდაციების შესრულების კუთხით და ეს კარგად არის ცნობილი ჩვენი პარტნიორებისთვის, იციან რა შესრულდა, რა არ შესრულდა, რაზე აქვს უარი ნათქვამი „ქართულ ოცნებას“ და რა აქვს გაფუჭებული. გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე, იცავს და აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, ეროვნულ ბანკს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად იღებს დეოლიგარქიზაციის პროექტს, ეს დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, დაველოდოთ, ვნახოთ როგორ იქნება. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების ფონზე დადებითი შეფასების მოლოდინი არ მაქვს. მძიმე გავლენა აქვს მათ რიტორიკას, ძალადობრივ მეთოდებს, რასაც ერთი-ერთში ახორციელებდა 2011- 2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობა". ხელისუფლება, რომელიც ძალადობაზე გადადის, მის დასასრულს ნიშნავს და მას აღარ აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია და სამართლიანობის რესურსი“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...