ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილს - თუ მართლა ქვეყანა გიყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტე ეგომანიაკობა, გაწყვიტე ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადე სასჯელი, შეეგუე, რომ ეს არის წარსული და გზა დაუთმე მომავალს
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, - "თუ მართლა ქვეყანა გიყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტე ეგომანიაკობა, გაწყვიტე ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადე სასჯელი, შეეგუე, რომ არის წარსული და გზა დაუთმე მომავალს".
როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ხალხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს სამართლიანად არ აპატია - გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მაისი, იმედის დარბევა და ა.შ. და ისინი ხელისუფლებიდან გაუშვა.
როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ხალხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს სამართლიანად არ აპატია - გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მაისი, იმედის დარბევა და ა.შ. და ისინი ხელისუფლებიდან გაუშვა.
"ვარდების რევოლუციის დროს სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, კორუფციის და ნეპოტიზმის გარეშე, ღია კონკურსით მოვხვდი პროკურატურაში. ბევრი ჩემნაირი ახალგაზრდისთვის გაიხსნა სახელმწიფო უწყებების კარი. უამრავი კარგი გაკეთდა საპატრულო პოლიციის რეფორმით დაწყებული ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული. მაგრამ ... ხალხმა ვერ და სამართლიანად არ გაპატიათ გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მაისი, იმედის დარბევა და ა.შ. და გაგიშვათ ხელისუფლებიდან. არ გაპატიათ გარყვნა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხის ტერორი (ზუსტად ისე, როგორც ოცნებას არ აპატიებენ). დანაშაულები იმდენად მასშტაბური და სისტემური იყო, რომ ყველა კარგი საქმე გადაწონა. შესაბამისად, ამაოა მცდელობა ხალხს დაავიწყოთ ცუდი, მითუმეტეს, როცა თავად ეს ცუდი არასოდეს გადაგიფასებიათ და მინიმუმ ბოდიში არ მოგიხდიათ.
ამ ფონზე, ნებისმიერი მისი პოლიტიკური აქტიურობა არის საჩუქარი ოცნებისთვის. 11 წელია ამ საჩუქრებს ჩუქნის და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას ახანგრძლივებს. ბოლო 2 წელია საზოგადოება და საკუთარი ამომრჩეველი მისი ცხოვრებით და როგორც აღმოჩნდა, ტყუილებში აცხოვრა. ესეც არ იკმარა და გადაწყვიტა ოცნებას კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე კრიტიკულ მომენტში, გაუწოდოს დახმარების ხელი. ახლა ოცნების დახმარება, ღალატის ტოლფასია იმიტომ, რომ სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალი დევს.
შესაბამისად, როგორც ჩამოვიდა, ისე მოიხადოს სასჯელი და დაეხსნას ქართულ პოლიტიკას. შეუძლებელია წარსულმა, რომელიც აწმყოს ვერ ქმნის, შექმნას მომავალი. გაიაზროს, რომ არის წარსული და იქნებ შემდეგ ხალხმა ის კარგიც დაინახოს, რაც ცუდის კეთებამდე უკეთებია.", - წერს ნათია მეზვრიშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.