რუსლან სტეფანჩუკი - უკრაინას სურს ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის შემდეგ გაწევრიანდეს და იგივე სცენარით
უკრაინას სურს გახდეს ნატო-ს შემდეგი წევრი მას შემდეგ, რაც შვედეთი შეუერთდება ალიანსს, - ამის შესახებ უკრაინას უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ უკრაინის „ფინეთიზაციაზე“. მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატო-ში მიიღეს, მზად ვართ ფინეთის გზას დავადგეთ, ჩვენ მზად ვართ ასეთი „ფინეთიზაციისთვის". 24 თებერვლის შემდეგ ფინეთი გახდა ნატო-ს 31-ე ქვეყანა, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში შვედეთი 32-ე ქვეყანა გახდება. ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატო-ს 33-ე წევრი და გვსურს ეს გზა გავიაროთ ისე, როგორც ფინეთმა და შვედეთმა გაიარეს“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
მისი თქმით, ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებენ და ყველა წევრს შორის კონსენსუსის მისაღწევად, უკრაინამ უნდა აჩვენოს მინიმუმ გარკვეული შესაბამისობა და პოტენციური პროგრესი. ვფიქრობ, ეს იქნება მათი გადაწყვეტილების საფუძველი", - დასძინა სტეფანჩუკმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.