Jump to content
Planeta.Ge

ლაშა კილასონია - დღეს არც გახარიაა პრემიერი და არც მოწერელია - გუბერნატორი, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ამ ადამიანებს არ დავუკარგოთ ნანგრევებად ქცეულ შენობა-ნაგებობის აღდგენაში შეტანილი წვლილი


ძალიან სასიხარულოა, რომ ედმონდ ფრიკის შენობის რეაბილიტაცია სრულდება, მაგრამ არავინ არ აღნიშნა ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში აღნიშნული შენობა ეკუთვნოდა ვისოლ ჯგუფს და უპატრონოდ იყო მიტოვებული - ინგრეოდა, ასევე მინდა აღვნიშნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ,ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით და გიორგი გახარიას უშუალო მონაწილეობით, როგორ მოხდა ამ შენობის სახელმწიფოსთვის დაბრუნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაშა კილასონია წერს.

როგორც ლაშა კილასონია აცხადებს, დღეს არც გახარიაა პრემიერი და არც მოწერელია - გუბერნატორი, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ამ ადამიანებს არ დავუკარგოთ ნანგრევებად ქცეული შენობა-ნაგებობის აღდგენაში შეტანილი წვლილი. 

"მახსოვს შეხვედრა, სადაც მოწერელიას თხოვნით ჩამოვიდა ნიკო ჩხეტიანი (ქართუ ფონდის ხელმძღვანელი) რა დროსაც გადაწყდა 2 შენობის სამხატვრო სასწავლებლის და ყოფილი უშიშროების შენობის სრული რეაბილიტაცია. ამ დროს მე და ჯემალი გიგიბერია ვაპროექტებდი ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკს, ასევე აქტიურად მიმდინარეობდა ჰიდროტექნიკუმის სრული რეაბილიტაცია, ასევე მრავალ საესკიზო პროექტზე ვიმუშავე ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვასწარით ყველა ესკიზის პროექტად გარდაქმნა და დასრულება. დღეს არც გახარია არის პრემიერი და არც მოწერელია არის მმართველ გუნდში და არც გუბერნატორია, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, რომ ამ ადამიანებს არ დავუკარგოთ ეს დამსახურება და წვლილი, რომლებმაც ნანგრევებად ქცეულ შენობა-ნაგებობებს მეორე სიცოცხლე აჩუქეს.", - წერს ლაშა კილასონია. 

354423414_6499905336719971_2219672370060918819_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...