Jump to content
Planeta.Ge

დმიტრო კულება - ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის მიერ უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ შემდეგ ეპიზოდებს ელოდება.

„შემდეგ ეპიზოდებში: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანი მიღწეულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას. ყირიმი აღარ იქნება ტვირთი რუსეთის ბიუჯეტისთვის, რომ ნაცისტები მხოლოდ რუსეთში არიან დარჩენილი. უკრაინაში რუსი სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგები, რომლის მოცულობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს, რუსეთს დაეხმარა გაერკვია, როგორ არასწორად მოიქცა და საბოლოოდ გააძლიერებს. რუსეთი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“, - აცხადებს კულება.

კულებას თქმით, თანამედროვე რუსეთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.

ამასთან, კულებას განმარტებით, უკრაინა მართალია, როდესაც პარტნიორებს ეუბნება, რომ ვლადიმერ პუტინი შეძლებს რუსებს ყირიმის და მთელი უკრაინის დაკარგვა აუხსნას.

„პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არ შეგეშინდეთ გლობალური ცვლილებების და არ შეწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ახალ იარაღზე, საერთაშორისო კოალიციის გაძლიერებაზე, მხარი დაუჭიროს მშვიდობის ფორმულას და უკრაინის აღდგენას. ეს ყველაფერი იქნება“, - აღნიშნავს კულება.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...