Jump to content
Planeta.Ge

პარტია „საქართველოსთვის“ ქალთა პლატფორმა ეხმიანება ერთი-ერთი სამთავრობო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციას ქალების მიმართ


"პარტია „საქართველოსთვის“ ქალთა პლატფორმა ეხმიანება ერთი-ერთი სამთავრობო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციას ქალების მიმართ და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ქალთა თანასწორუფლებიანობას.
 
საქართველოში ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში არაერთი გამოწვევით ხასიათდება და განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ მედიამ თავისი საქმიანობით არ მოახდინოს პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წახალისება, მით უფრო ქვეყანაში არსებული ძალადობრივი გარემოს ფონზე.

 
ქალთა თანასწოროუფლებიანობის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იმ ბარიერების აღმოფხვრა, რაც მათ ამ პროცესში ხვდებათ. მათ შორის, საზოგადოების განწყობა და სტერეოტიპული შეხედულება ქალის როლზე.
შესაბამისად, მედიასაშუალებებს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ ამ პროცესში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების და არა პირიქით - დისკრიმინაციული გარემოს შექმნისთვის.
 
მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ნებისმიერი სახით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ხელშეწყობისგან. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებით ვერ მიიღწევა.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ფაქტს შესაბამის შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მისცემენ.", - ნათქვამია განცხადებაში. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...