ნათია მეზვრიშვილი - ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინსტიტუტები აღარ არსებობს და ადამიანები დაუცველები არიან ხელისუფლების მიერ წახალისებული მოძალადეების წინაშე
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინსტიტუტები აღარ არსებობს და ადამიანები დაუცველები არიან ხელისუფლების მიერ წახალისებული მოძალადეების წინაშე.
როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ თავის დროზე ძალადობის ორგანიზატორები არავის დაუსჯია.
"რატომ არ რეაგირებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის მიმართ პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტზე?
როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ თავის დროზე ძალადობის ორგანიზატორები არავის დაუსჯია.
"რატომ არ რეაგირებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის მიმართ პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტზე?
რატომ იძიებს 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შსს მაშინ, როცა შსს-ს თანამშრომლის მიერ შესაძლო დანაშაულზე მიუთითებს დაზარალებული?
ან რატომ არ მიმდინარეობს შსს-ში გამოძიება ორგანიზებული ძალადობის კვალიფიკაციით ნაცვლად 126-ე მუხლისა?
იმიტომ, რომ ძალადობა სახელმწიფოს ორგანიზებულია და სახელმწიფოს ინტერესი არ აქვს დამნაშავეები გამოავლინოს და ინსპექტორის დამოუკიდებელი სამსახური, ვისაც ასეთი ფაქტები ობიექტურად უნდა გამოეძიებინა, გააუქმეს.
რას აკეთებს პროკურატურა, რომელსაც საქმის ქვემდებარეობით გადაცემის და კვალიფიკაციის ცვლილების მანდატი აქვს ?
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინსტიტუტები აღარ არსებობს და ადამიანები დაუცველები არიან ხელისუფლების მიერ წახალისებული მოძალადეების წინაშე.
ეს ყველაფერი არის ასევე შედეგი იმის, რომ 05-06 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები (ალტ-ინფოდან დაწყებული, ღარიბაშვილით და კობახიძით დამთავრებული) არავის დაუსჯია.", - აცხადებს ნათია მეზვრივილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.