Jump to content
Planeta.Ge

ზაპოროჟიეს ე.წ. „გუბერნატორი” აცხადებს, რომ უკრაინელებმა პიატიხატკის დასახლებაზე კონტროლი დაამყარეს


ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. „გუბერნატორის“, ვლადიმირ როგოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში პიატიხატკის დასახლება გაათავისუფლეს.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მისი ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოქცევა მოახერხეს. მტრის შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, შედეგი გამოიღო“, - წერს როგოვი „ტელეგრამზე“.

მისი შეფასებით, თუ უკრაინა პიატიხატკში გამაგრდება, შეეცდება ჟერებიანკას მიმართულებით დარტყმის განხორციელებას და ეს გამოიწვევს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვასილევკას შეუტევენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...