Jump to content
Planeta.Ge

რუსუდან თევზაძე - "ქართული ოცნება", ძალაუფლების შენარჩუნების მანიაკალური სურვილითაა შეპყრობილი და  "ნაციონალური მოძრაობის" ასლი გახდა


პარტია "საქართველოსთვის" წევრი და განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე, გუშინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო ბანერების გაშლის გამო დაპირისპირებასა და ძალადობას ეხმაურება.

როგორც რუსუდან თევზაძე აცხადებს, "ქართული 
ოცნება", ძალაუფლების შენარჩუნების მანიაკალური სურვილითაა შეპყრობილი და  "ნაციონალური მოძრაობის" ასლი გახდა. 


"გუშინდელმა დღემ, პირადად მე და სავარაუდოდ, მოსახლეობის ნორმალურად მოაზროვნე ნაწილს, ძალიან ნათლად დაგვანახა თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ოცნება. დიდი ხანია, ამ "ერთ დროს პოლიტიკური პარტიის ნანგრევებისგან" ვხედავთ მხოლოდ სისუსტეებს და არანაირ პოზიტივს. ბორჯომის სასტუმროში, მმართველი პარტიის მიერ დაგეშილი კუნთმაგარი ამბალების მიერ, იქ შეკრებილი ხალხის მისამართით ქვების სროლა და საცემრად გაწევა, სხვა არაფერია თუ არა ოცნების სისუსტე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ქუჩაში თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება სხვა არაფერია თუ არა ხელისუფლების სისუსტე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირაკლი კობახიძის გამო ახალგაზრდების ერთმანეთზე გადაკიდება და კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ ანგარიშსწორების წახალისება, ეს ოცნების სისუსტეა და არა პირიქით. გარკვეულ მიზეზთა გამო, ნამდვილად არ მსიამოვნებს რასაც ვამბობ, მაგრამ ოცნება, ძალაუფლების შენარჩუნების მანიაკალური სურვილით შეპყრობილი, ნაციონალური მოძრაობის ასლი გახდა და სწორედ იმ გზით მიდის, რომლის ბოლოც მისი ოპოზიციაში გადაბარგება, ან სულაც, ამ ნარჩენების მარტივ მამრავლებად დაშლა და ჰაერში გაფანტვაა...დიდი მადლობა იმ უამრავ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა და მხარდაჭერა გამომიცხადა იმ ინციდენტის გამო, რომლის დროსაც ოცნების პროვოკატორები ძალიან ეცადნენ ჩემს მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ ვერ შეძლეს და ვერც შეძლებენ. #საქართველოსთვის", - წერს სოციალურ ქსელში რუსუდან თევზაძე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...