ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა - სახელმწიფო მდივანი ვიზიტისას უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს განიხილავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანია იუწყება, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს.
ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელიც დასავლეთში გააკრიტიკეს იმის გამო, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ არ მოუწოდებდა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.