უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი Ка-52 და 12 დრონი გაანადგურეს
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ორი დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52, ოთხი დამრტყმელი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი "Shahed-136/131" და ერთი "ლანცეტი" გაანადგურეს , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ასევე უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალ სხვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩამოგდებულია შვიდი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი "ორლან-10", "ორლან-30", "Zala" და "Supercam".
გარდა ამისა, საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ათობით გაფრენა განახორციელა რუსეთის სამხედრო პოზიციებზე, ტექნიკაზე, ზურგებზე და ცოცხალ ძალაზე. სულ 20-ზე მეტი საავიაციო დარტყმა. მათ შორის, 14 დარტყმა პირადი შემადგენლობის დისლოცირების ადგილებზე. განადგურებულია 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.
"გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ რუსეთის არმიის 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრირების 2 რაიონი, საბრძოლო მასალათა 5 საწყობი და 3 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს", - აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
რუსეთის ჯარმა კი უკრაინელების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე 43 საავიაციო, 4 სარაკეტო და 51 ზალპური რეაქტიული სისტემებით დარტყმა განახორციელა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.