Jump to content
Planeta.Ge

„პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია“ — ჰერჩინსკი


ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესა და ლიბერალური აკადემიის ბანაკზე თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია.

ელჩის თქმით, ზუსტად არ იცის, რა მოხდა, თუმცა იმედოვნებს, რომ ინციდენტი გამოძიებული იქნება.

„წავიკითხე გარკვეული ცნობები. არ ვარ სრულად ინფორმირებული, რა მოხდა. ვიმედოვნებ, რომ იქნება გამოძიებული. რაც შეგვიძლია ვთქვათ ხმამაღლა და ცხადად, ისაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია. ეს არ არის მისაღები არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია საქართველოში არასდროს გაუარესდება პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობის ნიშნულამდე. ეს არ უნდა იყოს შეწყნარებული არც საქართველოში და არცერთ სხვა ქვეყანაში“, — თქვა ჰერჩინსკიმ.

„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს გორის „სმარტთან” თავს დაესხნენ. ის ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში სპიკერად მიდიოდა. მოგვიანებით, ძალადობრივი ჯგუფები მიცვივდნენ ლიბერალური აკადემიის ბანაკშიც.

ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, საღებავებს და სავარაუდოდ, ქვებს ესვრიან ბანაკის მიმართულებით. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ლიბერალური აკადემიის ცნობით, დაგვიანებით მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...