Jump to content
Planeta.Ge

ელეონორა არჩაია - წარმოუდგენელია, გულგრილად უყურებდე ტელეეკრანებს და ხედავდე, თუ როგორ ძალადობენ ჩვენს შვილებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე...


წარმოუდგენელია, გულგრილად უყურებდე ტელეეკრანებს და ხედავდე, თუ როგორ ძალადობენ ჩვენს შვილებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს.
 

ელეონორა არჩაიას განცხადებით, ხელისუფლება დანაშაულის დაუსჯელობით ახალისებს ძალადობას და აგრესიას.

"თანამედროვე ცივილურ ქვეყანაში განსხავავებული აზრის გამო ქვის სროლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ეს ქმედება ცდება რიტორიკას და საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს.
მოვუწოდებ პოლიციას, დაიცვას ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.", - წერს ელეონორა არჩაია. 
 

 

353654181_9507167939358379_3643602993333303523_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...