გახარია - ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი, ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს
ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
გიორგი გახარიას განცხადებით, "ოცნებამ", ისევე, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.

"ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა.
ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი.
ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის!
ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!", - წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა ხმაური იყო. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე, ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში, სადაც ზურაბ ჯაფარიძე სპიკერი უნდა ყოფილიყო, ძალადობრივი ჯგუფები მიცვივდნენ.

0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.