Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მმართველობის 11 წლის თავზე, "ნაც. მოძრაობის" დროინდელი მმართველობის სისტემა დააბრუნა


დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მმართველობის 11 წლის თავზე, ნაც. მოძრაობის დროინდელი მმართველობის სისტემა დააბრუნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.

მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ახალისებს და საზოგადოებაში დაპირისპირებას აღვივებს.

 
"სისტემა, რომლის განსაკუთრებული "სისათუთე" წინასაარჩევნო პერიოდის დადგომის დროს იგრძნობოდა ხოლმე.
- დილიდან მიმდინარეობს ძალადობა სტუდენტებსა და ლექტორებზე, რომლებიც აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას და პროტესტს!
- პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის წახალისება და საზოგადოებაში დაპირისპირების მეტად გაღვივება!
ეს არის მხოლოდ ერთი - შაბათ დღის ქრონიკა. ყოჩაღ!", - წერს ლილუაშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...