სტუდენტის თქმით, პლაკატების გამო თსუ-ში კობახიძის მხარდამჭერებმა სცემეს
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპროტესტო ბანერების გაშლის გამო, დაპირისპირება მოხდა.
ინფორმაციას მომხდარზე პროტესტის მონაწილე სტუდენტები და „მთავარი არხი“ ავრცელებს. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.
ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, უნივერსიტეტის შენობაში, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, რა დროსაც მას, უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, რამდენიმე ადამიანი კიბიდან დაგორდა, რის გამო, სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ასახულია ფიზიკური დაპირისპირებისა და კიბეზე დაგორების ეპიზოდი.
„ჩვენი პროტესტის გამოსახატად მივედით, ვიღაც მოძველბიჭო ტიპები იდგნენ და საქმეს არჩევდნენ პირდაპირ. მერე აუდიტორიიდან 20-მდე კაცი გამოვიდა. წაგვართვეს ბანერები და დაგვიწყეს რტყმა. კიბეებიდან დაგვაგორეს, მერე მოვიდა დაცვა როცა გვცემეს. ეს ხდება ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. ეს სტუდენტები არ არიან, კობახიძის მოყვანილი ხალხია.“ – ამბობს პროტესტის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ერთი კვირის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციის დასრულების შემდეგ, კიბეზე მიმავალ ირაკლი კობახიძეს თავზე რუსული რუბლები დააყარეს. პროტესტის მონაწილეებს კობახიძემ „ნაცები“ და „ორიენტაცია არეული ახალგაზრდები“ უწოდა.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.