Jump to content
Planeta.Ge

ლენტეხის თვითთმმართველობაში ნაცვლად რეკომენდირებული 5-ისა, 50-მდე ავტომობილით სარგებლობდნენ


საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020-2021
წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების
განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 5 სამორიგეო ავტომანქანა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ეთხოვათ მუნიციპალური
ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი
ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე მიიღონ ნორმატიული აქტი,
დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პრინციპების შესაბამისად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

2020-2021 წლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 5 სამორიგეო ავტომობილისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 1 ავტომობილით და ასევე 42-48 საჯარო მოხელის საკუთრებაში არსებული ავტომობილებით.

წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 2020-2021 წლებში გახარჯა 107 ტონაზე მეტი საწვავი, ღირებულებით − 237.3 ათასი ლარი, მათ შორის, საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე გახარჯულია 47.9 ტონა საწვავი.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...