ანა ბუჩუკური - რუსების უკონტროლო შემოსვლამ ქართველებისთვის ბინების ფასი გააძვირა, თავად რუსებმა დაიწყეს ფულის შოვნა და თავად რუსები ქირაობენ ამ ბინებს იაფად
არაერთი ადამიანისგან გავიგე, რომ რუსებმა შემოსვლიდან მალევე შეძენილი ბინების უფრო იაფად გაქირავება დაიწყეს - ისევ რუსებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს.
მისი განცხადებით, რუსები ქმნიან ჩაკეტილ სოციუმებს, სადაც მათ მიერ შექმნილი ბიზნესი ისევ რუსებს ემსახურება.
მისი განცხადებით, რუსები ქმნიან ჩაკეტილ სოციუმებს, სადაც მათ მიერ შექმნილი ბიზნესი ისევ რუსებს ემსახურება.
"ანუ - რუსების უკონტროლო შემოსვლამ ქართველებისთვის ბინების ფასი გააძვირა, თავად რუსებმა დაიწყეს ფულის შოვნა და თავად რუსები ქირაობენ ამ ბინებს იაფად. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსები ქმნიან ჩაკეტილ სოციუმებს, სადაც მათ მიერ შექმნილი ბიზნესი ისევ რუსებს ემსახურება, თანაც არ იხდიან საქართველოს ბიუჯეტში გადასახადებს - ჯამში ისინი საქართველოს მოქალაქეებს ართმევენ შემოსავლის წყაროებს, სამუშაო ადგილებს, რის გამოც ქართველი იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში.
აყვავებული ეკონომიკა, როგორც ასეთი. ქართული ოცნება / Georgian Dream", - წერს ანა ბუჩუკური.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.