უკრაინა Leopard 2-ის დამატებით ტანკებს მიიღებს
უკრაინა Leopard 2-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიიღებს. მიწოდებას Rheinmetall განახორციელებს და დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნები შეიძენენ საბრძოლო ტანკებს, რათა შეცვალონ განადგურებული ტექნიკა. კერძოდ, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის მიწოდებაზე.
მედიასთან საუბარში სხვადასხვა წყარო აცხადებს, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნების მიერ შეძენილ პირველ ტანკებს მომავალი წლის იანვარში მიიღებს. მანამდე Rheinmetall-მა Leopard 2 A4 ტანკები უნდა შეაკეთოს, რომელიც კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნის საწყობებიდან წაიღო.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.