უკრაინა ესპანეთისგან საველე ჰოსპიტალსა და სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს
ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს, საველე ჰოსპიტალს და Leopard 2A4 ტიპის 4 ტანკს გადასცემს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა.
უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალს გადაცემამდე უკრაინელი სამხედროები ესპანეთში შესაბამის მომზადებას გაივლიან.
"უკრაინა იბრძვის სამართლიანი საქმისთვის და ამიტომ მათ აქვთ ჩვენი ყველანაირი მხარდაჭერა, არა მხოლოდ აღჭურვილობის გაგზავნაში, არამედ უკრაინელი მებრძოლების წვრთნაში. ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სრული, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში, მტკიცე დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება", - აღნიშნა რობლესმა “რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
palitranews
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.