Jump to content
Planeta.Ge

ძლიერმა წვიმამ გურჯაანის ქუჩები დატბორა - წყალმა მანქანების ნაწილი წაიღო


გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. მდინარე ნავთისხევმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ცენტრალური გზა დატბორა.

 

საავტომობილო გზის ნაწილზე გადაადგილება შეუძლებელია - წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ მანქანების ნაწილი წაიღო.

გურჯაანი
გურჯაანი

წვიმის შედეგად დატბორილია გურჯაანის აგრარული ბაზარი, მერიის შენობის ნულოვანი სართული და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. გარდა ამისა, რამდენიმე სოფელში დაისეტყვა ვენახები და ერთწლიანი კულტურები.

რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ამ წუთებში სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სპეციალური ტექნიკით მუშაობენ.

RADIO TAVISUPLEBA

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...